2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2 863 საჩივარი დააკმაყოფილა - Palitra News

2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2 863 საჩივარი დააკმაყოფილა

2026-06-03 20:55:26+04:00

სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლი და მომხმარებელთა დროული ინფორმირება - ამ თემებზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს სამსახურში შემოსული 3 015 საჩივრიდან 2 863 დაკმაყოფილდა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების ად აკანონიერი ინტერესების დაცვა.