რუსეთი თბილისთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილზე საუბრობს, ევროკავშირი კი საქართველოს მიმართ განსხვავებულ პოლიტიკურ გზავნილებს აგრძელებს - Palitra News

რუსეთი თბილისთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილზე საუბრობს, ევროკავშირი კი საქართველოს მიმართ განსხვავებულ პოლიტიკურ გზავნილებს აგრძელებს

2026-05-30 20:08:43+04:00

რუსეთი თბილისთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილზე საუბრობს, ევროკავშირი კი საქართველოს მიმართ განსხვავებულ პოლიტიკურ გზავნილებს აგრძელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველომ დასავლური ზეწოლის მიუხედავად მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება და რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად, ასევე ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებლად რჩება.

ზახაროვას გზავნილებმა საქართველოში პოლიტიკური გამოხმაურება უკვე გამოიწვია. მოსკოვის განცხადებებს შეფასებებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან აკეთებენ.