დაპირისპირება მელიასა და სააკაშვილს შორის - რას ამბობენ "ოპოზიციურ კოლაიციაში" - Palitra News

დაპირისპირება მელიასა და სააკაშვილს შორის - რას ამბობენ "ოპოზიციურ კოლაიციაში"

2026-05-30 20:07:13+04:00

მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის საჯარო პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა - მხარეებმა ერთმანეთის მისამართით ახალი ბრალდებები გაავრცელეს.

დაძაბულობის ახალი ეტაპი ნიკა მელიას წერილს მოჰყვა, რომელიც სააკაშვილის განცხადებების პასუხად გავრცელდა. ყოფილი პრეზიდენტი მელიას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ჩაშლასა და საკუთარი გათავისუფლების საკითხის მეორე პლანზე გადატანაში ადანაშაულებდა.

ამავე დროს, სააკაშვილი კვლავ საუბრობდა უცნობ პირზე, რომელმაც, მისი მტკიცებით, საქართველოში დაბრუნების პროცესში შეცდომაში შეიყვანა და მოგვიანებით მისი მონაცემები ხელისუფლებას გადასცა. თუმცა განმარტავდა, რომ საუბარი მოქმედ პოლიტიკოსებზე, მათ შორის ნიკა მელიაზე, არ ყოფილა.

საპასუხოდ, მელიამ სააკაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. მან კითხვები დასვა იმ პირის იდენტობის გარშემოც, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი საჯაროდ არ ასახელებს და შესაძლო კავშირებზეც გაამახვილა ყურადღება.