მარტვილში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა - Palitra News

მარტვილში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

2026-05-30 20:04:44+04:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვილში. სოფელ გაჭედილთან ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.