რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ - Palitra News

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ

2026-05-29 19:22:22+04:00

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და სადირ ჯაპაროვმა სომხეთის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ვიზიარებთ პოზიციას სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ წევრი სახელმწიფოები სომხეთთან ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების შეჩერების შესაძლო შედეგების შესახებ ანგარიშს მოამზადებენ, რომელსაც დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე წარადგენენ.

მათივე განცხადებით, „ერევნის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადება ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს“.