ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა - Palitra News

ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

2026-05-28 19:19:20+04:00

ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, - ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლატვიის სეიმმა ახალი მთავრობის ფორმირებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა ქვეყანაში დრონების შეჭრის ინციდენტების გამო ორი კვირის წინ გადადგა.

პარლამენტმა 66 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანდრის კულბერგსი (პარტია „გაერთიანებული სია“) დაამტკიცა.

ლატვიის ახალი კოალიციური მთავრობა ოთხი პარტიისგან შედგება: პარტია „გაერთიანებული სია“, „ეროვნული ალიანსი“, „ახალი ერთობა“ და „მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“.

პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გააკეთებენ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ბაიბა ბრაჟე გააგრძელებს.

„ხალხი ძალიან სწრაფად გვეტყვის, კარგად ვიმუშავეთ თუ ცუდად, 3 ოქტომბერი ამ მთავრობის ვერდიქტი იქნება“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსისმა.

ცნობისთვის, ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი.