კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ - Palitra News

კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ

2026-05-28 18:55:58+04:00

საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კაია კალასმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, არსებობს თუ არა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში მის მიერ წარდგენილ მოთხოვნების დოკუმენტთან დაკავშირებით.

„მინისტრებმა სხვა სახის დათმობებიც წამოაყენეს. რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში, ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა აშკარა უსაფრთხოების რისკია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა.