სომხეთის გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით განცხადებებს მოსკოვიდან კრიტიკა მოჰყვა - Palitra News

სომხეთის გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით განცხადებებს მოსკოვიდან კრიტიკა მოჰყვა

2026-05-27 21:08:18+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნის საკითხს სომეხი ხალხი გადაწყვეტს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრინიკოლ ფაშინიანი, როგორც ჩანს, იზიარებს ბრიუსელის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მოქალაქეებმა უარესად იცხოვრონ და არა უკეთესად. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობა არ არის პოლიტიზებული და აგებულია პატივისცემისა და თანასწორობის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების, სამართლიანი კონკურენციისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.