თენგო თევზაძე - დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული - Palitra News

თენგო თევზაძე - დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული

2026-05-26 21:07:48+04:00

დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

თენგო თევზაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, არ მოაწყოს პროვოკაციები.

„ირაკლი კობახიძე და ეს ნაძირალები უნდა გადადგნენ, მათი გადადგომა მნიშვნელოვანია, რათა დაინიშნოს ახალისამართლიანი არჩევნები და მალე გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

"ახლა მივდივართ რუსთაველისკენ, პარლამენტისშენობასთან შევიკრიბებით,იქ იქნება სიტყვით გამოსვლები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, არანაირი პროვოკაცია. ჩვენ ვართ ათიათასობით, ჩვენ გეგმას ვეტყვით მოქალაქეებს და ვიქნებით ერთად ბრძოლაში, სანამ მიზანს არ მივაღწევთ“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.