ნინო მუსერიძის საქველმოქმედო ფონდი „შენთვის“ შვიდი წლისაა. ფონდი უშვილო წყვილების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს და ბენეფიციარებს რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის ფინანსური ბარიერების გადალახვაში ეხმარება. შვიდი წლის განმავლობაში მისი მხარდაჭერით უკვე ორი ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. საიუბილეო ღონისძიებაზე ფონდის „შენთვის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ახალი ჟურნალი „ახალი ფაქტორი“ წარუდგინეს. ჟურნალი რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება და მეცნიერებას, პროფესიულ გამოცდილებასა და ადამიანურ ისტორიებს აერთიანებს.