„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის - Palitra News

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის

2026-05-25 21:02:50+04:00

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შესაძლო შეწყალების საკითხზე პოზიციას უცვლელად ტოვებს და აღიარებასა და სინანულს კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღიარება სამართლებრივ წინაპირობას არ წარმოადგენს, თუმცა დანაშაულის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს საპატრიარქოსთან არაერთი განხილვა ჰქონდათ.