26 მაისს ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეების წინაშე ერთიანი პოლიტიკური გზავნილითა და მასშტაბური აქციით გამოსვლას გეგმავს.
9 ოპოზიციურმა სუბიექტმა დამოუკიდებლობის დღისთვის მსვლელობა დააანონსა და მხარდამჭერებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ამასთან, ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ამ ფორმატში ჩართვას არ აპირებს. მათი პოზიციით, დამოუკიდებლობის დღე ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, ამიტომ ღონისძიებებში მონაწილეობას პოლიტიკური სტატუსის გარეშე, როგორც მოქალაქეები, მიიღებენ.