ირანის პრეზიდენტი - მზად ვართ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ვცდილობთ - Palitra News

ირანის პრეზიდენტი - მზად ვართ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ვცდილობთ

2026-05-24 18:40:10+04:00

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, თეირანი და მისი მომლაპარაკებელთა გუნდი ქვეყნის ღირსებასა და სიამაყესთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავლენ, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

ამასთან, პეზეშკიანის მტკიცებით ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას.

„მზად ვართ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ვცდილობთ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არეულობას არ ცდილობს.