საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2026-05-24 17:18:50+04:00

რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები კვლავ გრძელდება, საფრანგეთი გმობს ამ თავდასხმას და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და უკონტროლო ესკალაციაზე მიუთითებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება“, - წერს მაკრონი.

უკრაინაზე თავდასხმას გმობს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც.

„რუსეთმა მასიური იერიში მიიტანა უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეებზე. ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოიყენეს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა. ფედერალური მთავრობა მკაცრად გმობს ამ უგუნურ ესკალაციას. გერმანია კვლავ მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს“, - წერს მერცი.