ადვოკატ რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას“, - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.
უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.