სიმბოლურ თარიღზე - დამოუკიდებლობის დღეს - ოპოზიცია მოქალაქეებს დედაქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდებს - Palitra News

სიმბოლურ თარიღზე - დამოუკიდებლობის დღეს - ოპოზიცია მოქალაქეებს დედაქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდებს

2026-05-21 21:06:16+04:00

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრებისთვის ემზადება და მოქალაქეებს დედაქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ალიანსში შემავალი პარტიების მიზანი მრავალრიცხოვანი აქციის ორგანიზება და მთავარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ გაჟღერებაა. მათი განცხადებით, ამ ფორმით ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სურთ აჩვენონ, რომ საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია ახალი არჩევნებისა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნა.

პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ უფრო ხშირად ჩნდება მსჯელობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეც. ოპოზიციურ სპექტრში იზრდება იმის მოლოდინი, რომ ახალი არჩევნების საკითხი უახლოეს პერიოდში რეალურ პოლიტიკურ პერსპექტივად შეიძლება იქცეს.