თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე - Palitra News

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე

2026-05-21 20:44:12+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. სასამართლო პროცესი 4 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. თავად ბაჩო ახალაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადასულიყო. ახალაიამ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის დასამხობი“ და თქვა ისიც, რომ „ამ ხელისუფლების დამხობისთვის ის ყველაფერს გააკეთებს“. ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე აქვს ბრალდება წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.