სოფელ ვაჩნაძიანთან მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად რამდენიმე პირი კლინიკაში გადაიყვანეს - Palitra News

სოფელ ვაჩნაძიანთან მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად რამდენიმე პირი კლინიკაში გადაიყვანეს

2026-05-21 19:27:46+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე პირი გადაყვანილია კლინიკაში, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ბოლო ზარის კოლონას მიჰყვებოდა, თუმცა მასში მყოფი პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია.