აშშ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის - Palitra News

აშშ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

2026-05-19 11:36:55+04:00

აშშ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, - ინფორმაციას აშშ-ის კოსმოსური ძალები ავრცელებს.

ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან შეუიარაღებელი (ბირთვული ქობინის გარეშე) Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება 20 მაისს განხორციელდება.

რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით 00:01 საათიდან 6:01 საათამდეა დაგეგმილი.

აშშ-ის კოსმოსური ძალების განცხადებით, გამოცდის მიზანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ეფექტურობის, მზადყოფნისა და სიზუსტის შემოწმებაა.

„ეს რუტინული გაშვება წლების წინ დაიგეგმა და მსოფლიო მოვლენებზე რეაქციას არ წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.