კონგოში ებოლას ვირუსს სულ მცირე 118 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

კონგოში ებოლას ვირუსს სულ მცირე 118 ადამიანი ემსხვერპლა

2026-05-19 09:43:50+04:00

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა 390-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გაიზარდა შემთხვევების გავრცელების არეალიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, უგანდაში ასევე დადასტურებულია დაინფიცირების ორი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

ჯანმო-მ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უგანდას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზღვრისპირა სკრინინგის ჩატარება ურჩია. ასევე, ორგანიზაციამ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, გააძლიერონ მზადყოფნა, მათ შორის, ჯანდაცვის დაწესებულებებსა და თემებში მეთვალყურეობა.