პატრიარქი დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება - Palitra News

პატრიარქი დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

2026-05-19 08:49:26+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდებიან.

შესაბამისი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა "ტვ პირველთან" გააკეთა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

"საპატრიარქოდან მივიღეთ ზარი, პატრიარქი შიო მზად არის, მიგვიღოს. შეხვედრა გაიმართება დღეს 15:00 საათზე", - აცხადებს თაკო გოგოლაძე.