2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს - Palitra News

2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს

2026-05-15 14:58:39+04:00

2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, საერთო ოდენობიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით დაკავებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 4482-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით დაკავებულთა ოდენობა კი 1327-ს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯამში 135 მიგრანტი პირი მოთავსდა.

ამასთან, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირებიდან 5725 მამაკაცია, 219 კი ქალი.