კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო შაიშმელაშვილი?! - ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე პირადად სატელეფონო საუბარი მქონდა რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, საერთოდ არ არის საინტერესო კონკრეტული პირი, რომელიც ჩაბარდა ლტოლვილად სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო შეერთებულ შტატებში.
მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „მაისის ბოლოს იქნება კომუნიკაცია“.
„კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო შაიშმელაშვილი?! როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადო ვიღაც შაიშმელაშვილი გდდ-ში. თავშესაფარი ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით. ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას და ამბობენ, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომდგენლები არიან და ამის გამო იდევნებიან და ასე შემდეგ. ათას ტყუილს ამბობენ, ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა, ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე პირადად სატელეფონო საუბარი მქონდა რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, აღნიშნულზე ვართ კონცენტრირებული, საერთოდ არ არის საინტერესო კონკრეტული პირი, რომელიც ჩაბარდა ლტოლვილად სხვა ქვეყანას.
მაისის ბოლოს იქნება კომუნიაკაცია, დანარჩენს სათანადო დროს გაიგებთ. მაისის ბოლოსთვის, კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები. ვნახოთ, დაველოდებით ინტერესით ამ ყველაფერს“, - აღნიშნა პრემიერმა.