როგორ ერთიანდება წიგნი და თამაში ბავშვების განვითარებისთვის - ავტორმა, ნათელა სანიშვილმა მკითხველს პროექტი „მოგზაური თაგუნია“ წარუდგინა. ეს არის პროექტი, რომელიც ბავშვის ყოველდღიურობაში სამაგიდო თამაშების ფუნდამენტურ საჭიროებას ეხმიანება. პროექტი „მოგზაური თაგუნია“ წიგნსა და ბავშვს შორის ბარიერს სწორედ თამაშის დახმარებით ხსნის. შეხვედრაზე ნათელა სანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ეხმარება „მოგზაური თაგუნიას“ გარშემო შექმნილი სამაგიდო თამაში პატარებს სიუჟეტის უკეთ აღქმასა და პერსონაჟებთან ემოციური კავშირის დამყარებაში.