ვლადიმირ პუტინი: სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს - Palitra News

ვლადიმირ პუტინი: სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს

2026-05-10 14:36:31+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სომხეთში გაწევრიანების გეგმა განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს. პუტინის შეფასებით, სომხეთმა საკუთარი საგარეო-პოლიტიკური კურსი მკაფიოდ უნდა განსაზღვროს. მისი თქმით, ლოგიკური იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება, რის შემდეგაც რუსეთი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებდა და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა „ინტელიგენტური და ურთიერთსასარგებლო განქორწინება“ პარტნიორულ ფორმატებში.