ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდნენ. შეხვედრას, „თბილისი მერიოტში" „ლელო - ძლიერი საქართველოს", „გახარია-საქართველოსთვის" და „ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები დაესწრნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, „სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.