ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას სერიოზულად არ განიხილავს - ერთადერთი, რაც ადარდებს, წითელ მოედანზე ხანმოკლე სიჩუმეა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას სერიოზულად არ განიხილავს - ერთადერთი, რაც ადარდებს, წითელ მოედანზე ხანმოკლე სიჩუმეა

2026-05-07 14:46:04+04:00

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას სერიოზულად არ განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღის დასაწყისიდანვე, რუსეთის არმია უკრაინას ყველა ფორმით ესხმის თავს. ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას და ერთადერთი, რაც რუსეთის ხელმძღვანელობას კვლავ ადარდებს, წითელ მოედანზე ხანმოკლე სიჩუმეა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.

„უკრაინა სამართლიანად იმოქმედებს. გუშინ და დღეს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. რუსეთის დარტყმებზე სარკისებური პასუხის სახით, ჩვენ შორ მანძილზე „სანქციებს“ გავაგრძელებთ, ხოლო რუსეთის მხრიდან დიპლომატიისთვის მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ დიპლომატიის გზას გავაგრძელებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.