ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა. მან სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. დღესვე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა მოინახულა და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.