“მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკ-ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კვირებია საპროტესტო აქციას მართავენ და ახალი პრეპარატების საქართველოში ჩამოტანას ითრხოვენ.