აშშ-ის სენატის ინიციატივა პრესის თავისუფლებაზე - რეზოლუციაში მზია ამაღლობელის სახელიც არის მოხსენიებული - Palitra News

აშშ-ის სენატის ინიციატივა პრესის თავისუფლებაზე - რეზოლუციაში მზია ამაღლობელის სახელიც არის მოხსენიებული

2026-05-04 12:49:41+04:00

აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეებს მიემართება და რომელშიც მზია ამაღლობელიცა ნახსენები. რეზოლუცია ოთხ ნაწილად იყოფა: პრესის თავისუფლების მნიშვნელობა, სტატისტიკა, კონკრეტული ჟურნალისტები, მოთხოვნები და მოწოდებებ. – სენატი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება დამნაშავეების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად და პრესის თავისუფლების დასაცავად გლობალურ დონეზე. მოცემული რეზოლუცია (S. Res. 715) ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ის ამჟამინდელი სტატუსით იმხოლოდ ინიციირებულია სენატში.