ერევანში დღეს ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს. ევროპელ პოლიტიკოსთა გაერთიანების სამიტი დღეს დაიწყო და მასში მონაწილეობას თითქმის 50 ქვეყნის ლიდერი იღებს. სამიტს მასპინძლობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.