პროტესტის მე-12 დღე - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან - Palitra News

პროტესტის მე-12 დღე - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან

2026-05-02 20:25:01+04:00

პროტესტის მე-12 დღე - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე რამდენიმე დღეა, რაც ღამეს ათევენ. მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ისინი სახელმწიფოს შვილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტს სთხოვენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო რეაგირება არასაკმარისია და ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდებას. აღნიშნავენ, რომ სისტემა მოუმზადებელია მაშინაც კი როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება. ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ძირეულად შესაცვლელია ჯანდაცვის სისტემა.