ფასების კომისიის დასკვნას „რითეილ ასოციაცია“ და სხვადასხვა კომპანია გამოეხმაურა - Palitra News

ფასების კომისიის დასკვნას „რითეილ ასოციაცია“ და სხვადასხვა კომპანია გამოეხმაურა

2026-05-02 20:16:50+04:00

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა ცნობილია. 104 გვერდიანი დასკვნა რეკომენდაციებს მოიცავს, რომლებიც საბოლოოდ მთავრობას გადაეცემა. შეუმცირებს თუ არა, მოქალაქეებს ყოველდღიურ ხარჯს, ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესი - ეს დროსთან ერთად გამოჩნდება, მანამდე კი - „რითეილ ასოციაცია“ მზაობას გამოხატავს, წევრ კომპანიებთან ერთად, იმუშავონ იმ პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რომელზეც შეღავათიანი პირობები გავრცელდება. სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას იწყებს, დეილი ჯგუფიც. ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების მიღწევის პროცესში ჩართულობაზე საუბრობს გუდვილიც. საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნავს, რომ კომისიის დასკვნა იმ გამოწვევებს არ პასუხობს, რაზე საუბარიც, პროცესის დაწყებამდე იყო. კომისიის მუშაობისადმი კრიტიკულია ბოიკოტში მყოფი ოპოზიციაც .