გერმანიის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო - Palitra News

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო

2026-05-02 14:31:25+04:00

აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ პენტაგონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„როგორც ევროპიდან, ისე გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ამ თვალსაზრისით გერმანია სწორ გზაზე დგას“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.