პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში - თბილისი ევროპის პედიატრთა აკადემიის ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს. პედიატრთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პედიატრიის აკადემიასთან თანამშრომლობით იმართება. სამედიცინო სფეროს ევროპელი წარმომადგენლები ქართველ და უცხოელ ექიმებს ისეთ მიმართულებებზე უზიარებენ გამოცდილებას, როგორებიცაა ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ვაქცინაცია, ბავშვთა ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები და სხვა. საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ამდე ექიმი ესწრება. ფორუმი 30 აპრილს დაიწყო და 3 მაისამდე გაგრძელდება.