ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს - Palitra News

ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

2026-05-01 13:40:05+04:00

ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

კომისია ამ კონტექსტში ორი ალტერნატიული მოდელის შესაძლო განხორციელებაზე საუბრობს - ეს არის დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და არსებული ინსტიტუციის - მაგალითად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ფარგლებში შესაბამისი ფუნქციის გაფართოება.

“ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბაზრის მსხვილი მოთამაშეების იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია, მათ შორის იმ სუბიექტების გამოყოფა, რომლებიც გადამეტებულ საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. აღნიშნული შეიძლება ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა წლიური ბრუნვა ან საცალო ქსელების მასშტაბი. ეს საშუალებას მისცემს მარეგულირებელს გამოიყენოს მიზნობრივი ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და არა ერთიანი, ზოგადი მიდგომა მთელი სექტორის მიმართ”, - ნათქვამია დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.