სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

2026-05-01 12:43:22+04:00

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 000 ლარი შეადგინა. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.