ევროკომისრის განცხადებით, ირანში მიმდინარე ომმა, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს - Palitra News

ევროკომისრის განცხადებით, ირანში მიმდინარე ომმა, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს

2026-04-28 14:44:09+04:00

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი აცხადებს, რომ ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო შექმნილმა სიტუაციამ, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს.

ევროკომისრის განმარტებით, საწვავის მარაგი ამჟამად საკმარისია და აეროპორტების 80%-ზე მეტი დეფიციტს არ აფიქსირებს, თუმცა, ფასები ორჯერ მეტად გაიზარდა, რამაც ბევრი ავიაკომპანია აიძულა გააუქმოს რეისები, რომლებიც ომამდეც კი ეკონომიკურად მაინცადამაინც გამართლებული არ იყო.

აპოსტოლოს ციციკოსტასი აცხადებს, რომ თუ ბლოკადა გაგრძელდება და გამოსავალი არ მოიძებნება, ივნისის შემდეგ შესაძლოა დეფიციტი წარმოიშვას.

„სიტუაცია ხელსაყრელი არ არის“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან ყოველდღიურად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთი საწვავის მარაგების შესახებ. ევროკომისრის განმარტებით, თუ ივნისის შემდეგ დეფიციტი წარმოიშობა, ეს მარაგები შეიძლება მიზნობრივად გამოიყენონ.