მკაფიო დიპლომატიური გზავნილი - საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების გამო, განმარტებების გაკეთება, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწია. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ელჩთან საუბრისას ევროკავშირის მხრიდან სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ პარტნიორობა ორმხრივ თანასწორობაზე დაფუძნებით შეიძლება იყოს მდგრადი და ეფექტიანი. ,, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - ასეთია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიცია. თუმცა, ელჩის უწყებაში დაბარება ადეკვატური რეაქციაა მმართველი ძალისთვის, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ნაბიჯი ქართული დიპლომატიის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია.