მაკა ბოჭორიშვილი - არანაირი რეპრესიები არ არსებობს, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს - არსებობს სამართლიანი რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელისგან - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - არანაირი რეპრესიები არ არსებობს, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს - არსებობს სამართლიანი რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელისგან

2026-04-27 14:09:57+04:00

არანაირი რეპრესიები არ არსებობს, მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, და რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, როდესაც ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი არსებული მოთხოვნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის მიმართ არის არა მტრული რიტორიკა, არამედ ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია.

„არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს ერთი. თუ ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, მაშინ კანონი არის ყველასთვის კანონი. მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, არსებობს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციები უსამართლო დამოკიდებულებასთან. არსებობს განცხადებები და რეაქციები, სამართლიანი რეაქციები, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან. ახლა რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის. შესაბამისად, ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული იყო, იყო იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყოფილიყო სტაბილურობა.“- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოსგან რეპრესიების შეწყვეტასა და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებას მოითხოვს.