წიგნის ბაზრობა ექსპო ჯორჯიაში დასრულდა - წიგნის ბაზრობამ მკითხველებს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა - Palitra News

წიგნის ბაზრობა ექსპო ჯორჯიაში დასრულდა - წიგნის ბაზრობამ მკითხველებს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა

2026-04-27 10:29:41+04:00

წიგნის ბაზრობა, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში იყო წარმოდგენილი, დასრულდა. ამ ოთხი დღის განმავლობაში მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, გამხდარიყო ამ განსაკუთრებული ლიტერატურული თავგადასავლის ნაწილი. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამომცემლობა და ავტორი. საინტერესო სიახლეები და შეთავაზებები ჰქონდათ „პალიტრა L“-სა და „ბიბლუსს“. ფასდაკლებები, ქეშბექ-აქციები, საქველმოქმედო კამპანიები, საბავშვო სივრცე და კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი დატრიალდა ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში.