ოპოზიციური ალიანსი და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. აზრთასხვადასხვაობამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტის განცხადებამ ნაციონალურ მოძრაობას, ალიანსის დატოვებისკენ უბიძგოს. პარტიაში აცხადებენ, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრობაზე გადაწყვეტილება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, არამედ მისი ინიციატივით მიიღეს. მათი თქმით, ვერასდროს იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ ალიანსს სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას უწუნებს. მიუხედავად პარტიის პოზიციისა, რომ მათი ლიდერის სტატუსი არა კონფრონტაციული, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის იყო - ოპოზიციურმა ალიანსმა სააკაშილის კრიტიკა პერსონალურ თავდასხმად შეაფასა.