14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის სამინისტროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირებიდან 14 წლის გასვლას.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი „ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოთ ვერ თუ არ დაყენების ბრალიცაა“.
„14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა: ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოთ ვერ თუ არ დაყენების. ერთად გამოვასწორებთ და ერთად შევძლებთ!“- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 2012 წლის 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროში, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა.