ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი

2026-04-18 20:09:21+04:00

კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსროლელი მოკლულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ წამს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ შემატყობინა კიევში თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ, რომელმაც ხალხს გაუხსნა ცეცხლი. ყველა გარემოება დგინდება. ამ მომენტისთვის ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და ახლობლებს.

ამ მომენტისთვის 10 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას საჭირო დახმარებას უწევენ. ოთხი მძევლის გადარჩენა მოხერხდა,” - წერს ზელენსკი.