სალომე ზურაბიშვილი - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს, ივანიშვილი ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს ხურავს - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს, ივანიშვილი ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს ხურავს - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება

2026-04-17 11:10:23+04:00

დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შიში, მეგალომანია თუ... ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!“- წერს ზურაბიშვილი.