"უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.მისი თქმით, აშშ უკრაინისთვის იარაღის შეძენის საქმით დაკავებული აღარ არის. აშშ-ს მსგავსი განცხადებების პარალელურად კი, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. დრონებით და რაკეტებით დარტყმის საფრთხის გამო უკრაინაში საჰაერო განგაში გასულ ღამით გამოცხადდა. გამთენიისას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, ქალაქ ზაპოროჟიეზე დარტყმა იყო. დაზიანებულია სახლები, საწარმო, ავტოსადგომი და ჯიხური. ფედოროვის ცნობითვე, ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია. ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიჭრა. დნეპროპეტროვკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ცნობით, ასევე დარტყმა იყო რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ დნიპროს ცენტრალურ ნაწილზე.