დღეს დილიდან ტაძარში იკრიბება მრევლი - მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და პატრიარქს ემშვიდობებიან - Palitra News

დღეს დილიდან ტაძარში იკრიბება მრევლი - მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და პატრიარქს ემშვიდობებიან

2026-03-19 20:32:14+04:00

დღეს დილიდან ტაძარში იკრიბება მრევლი - მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და პატრიარქს ემშვიდობებიან. ტაძარში ისმის საგალობლები, სასულიერო პირები კი ქადაგებებში მის როლსა და ეპოქის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს - საუბარია პერიოდზე, რომელიც ეკლესიის გაძლიერებასა და საზოგადოების ერთიანობის მცდელობას უკავშირდება. მათი შეფასებით, ილია II სტაბილურობითა და თანმიმდევრული ხედვით გამოირჩეოდა.მრევლი პატრიარქს სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ სასულიერო ლიდერი არ ყოფილა - მისი სიტყვა საზოგადოებაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა. ახლობლები კი მას უბრალოებითა და ადამიანებთან სიახლოვით იხსენებენ.