სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადი ისევ გრძელდება - Palitra News

სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადი ისევ გრძელდება

2026-03-19 20:24:23+04:00

სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადი ისევ გრძელდება. მრევლს შესაძლებლობა აქვს, ტაძარში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მივიდეს და პატრიარქს პატივი მიაგოს. სპეციალური წესრიგის მიხედვით, მოქალაქეები ცენტრალური შესასვლელიდან ორ ნაკადად შედიან და უწმინდესთან მიახლოებას ახერხებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია, ქვეითთა ნაკადი კი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მესხიშვილის ქუჩის გავლით მიემართება და უკან დაბრუნება გონაშვილის ქუჩით ხდება. დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, სამებაში მთავარი ლიტურგია გაიმართება, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აღავლენს, ამის შემდეგ კი უწმინდესს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.