დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა

2026-02-16 09:25:48+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ,,მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს. ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მისივე თქმით, „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანო გახდება. დონალდ ტრამპის განმარტებით, გასულ თვეში შვეიცარიის ქალაქ დავოსში ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის – მსოფლიო მშვიდობის – წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი მას შეუერთდა. შეერტეული შტატების პრეზიდენტი 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შეხვდება „მშვიდობის საბჭოს“ წევრებს, სადაც გამოაცხადდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს.