უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და მისი კოლეგები მატარებელში იმყოფებიან და ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრებიან. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჟენევაში მოლაარაკებების შემდეგი რაუნდი, 17 თებერვალს აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყება.